header image

ლუდომანია ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ლუდომანია ეწოდება. ლუდომანიას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას განაპირობებს.

ჩვეულებრივ, მოთამაშე პირს ,,კონტროლის ილუზია” ახასიათებს, სწორედ ამ ილუზიიდან გამომდინარე, წაგების შემთხვევაში მოთამაშეს მიაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა: ,,წავაგე იმიტომ, რომ არაყურადღებიანი ვიყავი”, ,,სწორად ვერ გავითვალე”, ,,ამაზე ფსონის დადება არ მინდოდა, მაგრამ შევცდი” და ა.შ.

,,კონტროლის ილუზია” გულისხმობს იმ ფაქტსაც, რომ მოთამაშეს ჰგონია იგი აკონტროლებს მისთვის სინამდვილეში მიუწვდომელ და სრულიად შემთხვევით მოვლენებს, როგორებიცაა თამაშის ანგარიშები და მათი წინასწარი პროგნოზი, სათამაშო ავტომატზე შესაბამის ღილაკზე დაჭერის სიჩქარე და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში რიტუალურ ხასიათს იძენს და სიმპტომურ ქცევაში გადაიზრდება. ყალიბდება ე.წ. ,,სათამაშო ქცევა”, რომელიც მოთამაშის ფსიქიკაში. დომინანტურ ადგილს იკავებს

ყოველივეს შედეგად, აზარტული თამაშების მოყვარულს უყალიბდება არა მარტო ფსიქიკური, არამედ ფიზიკური თამაშებისადმი დამოკიდებულება – ის მთელი დღე ფიქრობს იმ დროზე, როცა თამაშს დაიწყებს, ფიქრობს სათამაშო სტრატეგიებზე, აყალიბებს ტაქტიკას და ა.შ. და ასეთ ფსიქოლოგიურ დატვირთვას განიცდის მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება იგი – ოჯახში, სამსახურში, სუფრაზე, გასართობ ადგილას. ამავე პერიოდში, მისი სხეული გარკვეულ დისკომფორტს განიცდის, ყოველივე ეხსნება იმ მომენტისთანავე, როცა იგი თამაშს იწყებს. ამ აღწერის პირველი ეტაპი, ანუ დრო თამაშამდე, სინამდვილეში აბსტინენციური სინდრომის (ლომკის) გამოვლენის პერიოდია, მეორე ეტაპი, ანუ უშუალოდ თამაშის პროცესი – აბსტინენციური სინდრომის (ლომკის) მოხსნის პერიოდია.

აზარტული თამაშებით გამოწვეული ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების გამოვლინებას ლუდომანია ეწოდება და ნარკომანიის (დამოკიდებულების) ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეობას შეადგენს.

ლუდომანიით დაავადებული პირები ძირითადად გამოირჩევიან შემდეგი მონაცემებით:

- ასეთი პაციენტები გამოირჩევიან გაცილებით მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით – პოპულაციურ ნორმასთან შედარებით,

- პათოლოგიური მოთამაშეები ძირითადად შრომისმოყვარენი არიან, გამოირჩევიან პროფესიული მიღწევებით,

- გამოირჩევიან საკუთარი თავის დახასიათების უკიდურესობით, ისინი საკუთარ თავზე ამბობენ, რომ ან ,,ძალიან კარგები” არიან, ან ,,ძალიან ცუდები”, მაგრამ თითქმის ყველა მიუთითებს მძლავრ შინაგან ენერგიაზე,

- ასეთი პირები გამოირჩევიან საზოგადოებაში მოწყენილობით, ჩაკეტილობით, მათ ურჩევნიათ დამატებით იმუშაონ ოღონდ არ გაერივნონ ადამიანთა წრეში, სადაც აზარტულ თამაშებზე საუბარი წესად მიღებული არ არის,

- პირველ ეტაპზე, აზარტული თამაში მათთვის რელაქსაციისა და სიამოვნების მიღების საუკეთესო საშუალებაა, რაც ლუდომანიის ჩამოყალიბების პროცესიდან აღარ იგრძნობა.

რეკლამა

ახალი მოთხრობები

მობაილ ტოტალიზატორი

მობაილ ტოტალიზატორი - მობილურით დადება მოხერხებული არის და მობილური ტოტალიზატორი დაგიზოგავთ ბევრ დროს. წაიკითხეთ მეტი ჩვენს საიტზე

დაწვრილებით

ცხელი სტატიები

დოღზე დადება

დოღზე დადება - ფსონი დოღზე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ტიპის ფსონი არის. განვიხილოთ იგი. წაიკითხეთ მეტი დოღის შესახებ ჩვენს საიტზე

დაწვრილებით

საუკეთესო მოთხრობები

ლაივი ანუ ცოცხალი თამაში

ლაივი - ლაივზე დადება ერთ ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი არის. სხვა და სხვა თამაშს თავისი წესები აქვს ლაივის შესახებ. წაიკითხე მეტი ჩენს საიტზე

დაწვრილებით

რეკლამა

  ©  www.sobischpresidente.com. ყველა უფლება დაცულია. საიტის რუკა