header image

ფულის ლეგალიზაცია ანუ ფულის გათეთრება

რა თქმა უნდა, ფულის ლეგალიზაცია ის მიმართულებებით უფრო არის განვითარებული, რომლებიც ანონიმურობის დაცვისა და დიდი ოდენობით ნაღდი ფულით ოპერირების შესაძლებლობას ქმნიან. პირველ რიგში, ეს არის სათამაშო ბიზნესი, რომლის დიდი ნაწილიც ხშირად დანაშაულებრივი დაჯგუფებების კონტროლს ექვემდებარება. 2003 წელს აშშ-ს 845 კაზინოსა და კარტის სათამაშო კლუბში ფსონების მოცულობამ 800 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ქვეყნის ლეგალურ სათამაშო ბიზნესში ინვესტირებული სახსრების თითქმის 85%-ია.

ფულის გათეთრება კაზინოს მეშვეობით ძირითადად გულისხმობს ფულის დეკლარირებას მოგების სახით, თუმცა აზარტულ თამაშებთან ერთად კაზინო თავის მუდმივ კლიენტებს ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს (მაგ. დეპოზიტური და საკრედიტო ანგარიშები, ფულადი გადარიცხვები, ჩეკების განაღდება, ვალუტის გადაცვლა), ფაქტობრივად იმავე პროდუქტებს სთავაზობს, რასაც სადეპოზიტო და სხვა ფინანსური ორგანიზაციები. კაზინო განსაკუთრებით მიმზიდველია დამნაშავეებისათვის როგორც ადგილი სადაც შეიძლება ფულის ლეგალიზაცია, ასევე ბევრი სხვა სახის ფინანსური დანაშაული -ს ჩასადენად. სწორედ ამიტომ, კაზინო პირველი არასაბანკო ფინანსური ორგანიზაცია იყო, რომლისგანაც ფულის გათეთრების აღკვეთის პრინციპების შესაბამისად სპეციალური პროგრამების შემუშავება მოითხოვეს.

სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშები ცხადყოფს, რომ დამნაშავეები კაზინოში სახსრებს ძირითადად არალეგალური ფულის ე.წ. “ფიშკებზე” გადაცვლით ათეთრებენ, რის მერეც გარკვეული პერიოდი ინახავენ მათ. მოგვიანებით დამნაშავეები ,,ფიშკებს” ცვლიან კაზინოს ჩეკზე ან ფულადი სახსრების რომელიღაც მისამართზე მიწოდებას ითხოვენ. გარდა ამისა, ,,ფიშკები” გამოიყენება ნარკოდილერებისაგან ნარკოტიკების შესაძენად, ეს უკანასკნელნი კი მათ შემდეგ ფულზე ცვლიან. ,,ფიშკებს” ასევე იყენებენ სათამაშოდ იმ იმედით, რომ ლეგალურად მოიგებენ თანხას.

დამნაშავეები კაზინოს იყენებენ ასევე მსხვილი კუპიურების გადასაცვლელად (დასახურდავებლად), ვინაიდან ასეთმა კუპიურამ თავისთავად შეიძლება ეჭვი გამოიწვიოს. დანაშაულებრივი საქმიანობა კაზინოში ხშირად არის დაკავშირებული კლიენტის მიერ ტრანსაქციების დანაწევრებასთან იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს ზღვრული თანხით ოპერაციის განხორციელებას (რაც, ბუნებრივია, ექვემდებარება სავალდებულო ანგარიშგებასა და ჩაწერას). ანონიმური კლიენტების თანხების არაერთჯერადად გასანაღდებლად გამოიყენება აგენტი, ხდება ყალბი დოკუმენტის ან ცრუ საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მიწოდება, ასევე ტარდება მრავალსაფეხურიანი ოპერაციები, რაც ართულებს წარმოშობის წყაროს დადგენას. დამნაშავეები მეტად მარტივად ახდენენ აზარტულ თამაშებში მოგების იმიტირებას, თუმცა ლეგალიზაციის ეს

სქემები მათთვის უკვე აღარ არის ხელსაყრელი. ასეთი მოგება მაკონტროლებელ ორგანოში სავსებით სამართლიან ეჭვს იწვევს.

რეკლამა

ახალი მოთხრობები

მობაილ ტოტალიზატორი

მობაილ ტოტალიზატორი - მობილურით დადება მოხერხებული არის და მობილური ტოტალიზატორი დაგიზოგავთ ბევრ დროს. წაიკითხეთ მეტი ჩვენს საიტზე

დაწვრილებით

ცხელი სტატიები

დოღზე დადება

დოღზე დადება - ფსონი დოღზე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ტიპის ფსონი არის. განვიხილოთ იგი. წაიკითხეთ მეტი დოღის შესახებ ჩვენს საიტზე

დაწვრილებით

საუკეთესო მოთხრობები

ლაივი ანუ ცოცხალი თამაში

ლაივი - ლაივზე დადება ერთ ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი არის. სხვა და სხვა თამაშს თავისი წესები აქვს ლაივის შესახებ. წაიკითხე მეტი ჩენს საიტზე

დაწვრილებით

რეკლამა

  ©  www.sobischpresidente.com. ყველა უფლება დაცულია. საიტის რუკა