ტოტალიზატორი - ქართული ტოტალიზატორები
მძიმე სოციალური ფონის და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად საქართველოს დედაქალაქი გასართობი დაწესებულებების და რესტორნების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.
თბილისში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად მომრავლებული ტოტალიზატორები იქცა, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და საქმიანი ფუსფუსია.
დღეისათვის მხოლოდ თბილისში რამდენიმე ათეული ტოტალიზატორი ფუნქციონირებს, რომელთაც ფილიალების საკმაოდ ფართო ქსელი გააჩნიათ. ათიოდე წლის წინ ალბათ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ აზარტული თამაშის ეს ფორმა საქართველოში ამგვარად მოიკიდებდა ფეხს. უწყინარი ლატარიებისა და სპორტლოტოების ქვეყანაში ბუკმეკერები მხოლოდ იატაკქვეშა ფსონების მიღებას ახერხებდნენ და ამ საქმით დაკავებულები საბჭოური მილიციის მუდმივი ყურადღების ქვეშ იყვნენ.
დღეს კი ტოტალიზატორი -ს გახსნა შესაბამისი თანხის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს ბიზნესი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც საკმაო შემოსავლის მომტანია. თბილისში პოპულარული საბუკმეკერო კანტორების თვიური ბრუნვა არაოფიციალურად საშუალოდ 10-დან 30 ათას ამერიკულ დოლარამდე აღწევს.
ტოტალიზატორი განსაკუთრებულად პოპულარულია იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური ფონი დამძიმებულია და მოსახლეობაც იოლი გამდიდრების სურვილით ადვილად ებმება ბუკმეკერები -ს მიერ დაგებულ მახეში. სწორი მენეჯმენტის და რამოდენიმე დაუწერელი კანონის დაცვის შემთხვევაში ტოტალიზატორების მიზნესი ფაქტობრივად წაუგებელი საქმიანობაა. რაც შეეხება მოთამაშეებს, მათ ნაკლებობას დღეს მოქმედი ბუკმეკერები არასრდოს უჩივიან.
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეების უმრავლესობას, როგორც წესი, არ უმართლებს, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ტოტალიზატორში თამაში ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. ბუკმეკერებთან ფსონის დადება ერთგავრად საფონდო ბირჟაზე თამაშს წააგავს და იმ მოთამაშეებს, რომელთაც სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების უნარი და ალღო გააჩნიათ, შეუძლიათ თავისი ოჯახური ბიუჯეტი გაამდიდრონ, თუმცა ხშირ შემთხვევაში საბოლოო შედეგი არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება და სწორედ ამაშია ტოტალიზატორში თამაშის აზარტი.
ქართული ტოტალიზატორები მსოფლიოში აპრობირებული წესებით მოქმედებენ და თავის ფსონებსაც სერიოზული დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, როგორც წესი, აღიარებულ დასავლურ ბუკმეკერულ კომპანიებში აზღვევენ.
საინტერესოა, რომ თბილისში მოქმედი რამოდენიმე ათეული ბუკმეკერები თავს ერთმანეთის კონკურენტად მაინცდამაინც არ მიიჩნევს. სიმრავლის მიუხედავად, როგორც ჩანს, ამ თამაშით გატაცებულთა რაოდენობა იმდენია, რომ კლიენტურის გადაბირების აუცილებლობა არ დგას. მოთამაშე ტოტალიზატორს, როგორც წესი, ძირითადად ტერიტორიული პრინციპით ირჩევს. რაც შეეხება ამ ბიზნესის მომავალს. თუ ქართულ ხასიათს და ჩვენში არსებულ სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ტოტალიზატორების კეთილდღეობას არაფერი ემუქრება.